გახარია: ჩვენ რესურსულად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ, ყველაზე დიდი რესურსი ადამიანური კაპიტალია

“როგორი პიროვნებების აღზრდა გვსურს, უკიდურესად სუბიექტური თემაა, თუმცა, მისია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონკურებტურანიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც მიღწევადი მიზანი იქნება, რაშიც ჩვენ დღეს გარკვეული პრობლემები გვაქვს.

როდესაც ვამბობთ, ადამიანური კაპიტალის განვითარება უკიდურესად დიდი გამოწვევაცაა და დიდი მიზანიც, ამას ვამბობთ იმიტომ, რომ ჩვენ რესურსულად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ და ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი ადამიანური კაპიტალია. ამაში ჩვენ თუ სერიოზულ დროს, ფინანსურ რესურს და ყველაფერს არ ჩავდებთ, საბოლოო ჯამში, გლობალურ კონკურენციაში წავაგებთ…

ასე პასუხობს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია, “ოცნების” დეპუტატ, გიორგი ამილახვარის კითხვას, თუ “რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდაა სასურველი”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველ და დედ-მამით ობოლ 70 -მდე ბავშვს საახალწლო ნობათი გადაეცა
შემდეგი სტატიაგახარია – 2024 წლის ბოლოს, როდესაც 3-წლიანი გეგმა დასრულდება, ქვეყნის გაზიფიცირების მაჩვენებელი იქნება 90%-ზე მეტი