გახარია: ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია

რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად, სოფელ შინდისში იმყოფებოდა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერებმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

„დღეს საქართველოს მოქალაქეები პატივს მივაგებთ ომში დაღუპული გმირებს. რა თქმა უნდა, სიმბოლურია და შემთხვევითი არაა, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ, შინდისის გმირების მემორიალთან. შინდისის გმირების, რომლებიც გიორგი ანწუხელიძესთან ერთად დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო არიან. 13 წელი გავიდა, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიწის 20% ოკუპირება. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვა, ადამიანური რესურსის შეზღუდვა. ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ დეოკუპაციის, დებორდერიზაციის სტრატეგია არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც ყველა უნდა შევთანხმდეთ. იმის მაგივრად, რომ ვებრძოლოთ ერთმანეთს და დისკუსიები გავმართოთ, ვინ დაიწყო და როდის დაიწყო ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი. ჩვენ ყველანი ამ დღეს მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციის და დებორდერიზაციის საკითხი არი ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი მკაფიო სტრატეგია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოფელ შინდისში პოლიტიკურ მდივანთან კახაბერ ქემოკლიძესთან, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გიგი ხოჯევანიშვილთან, მრჩეველთან გიორგი აბაშიშვილთან და პარტიის წევრებთან კონსტანტინე ანანიაშვილთაბ, ქეთევან ბაკარაძესთან და რუსუდან ფუხაშვილთან ერთად იმყოფებოდა

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამთავრობა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა