გახარია, ჭკვიანი მეგონე… გაიგე, რომ ეგ არ პრავდება!

გახარია, ჭკვიანი მეგონე… გაიგე, რომ ეგ არ პრავდება! სხვებს დაეთხარათ თვალები და შენ დაბრმავდი თუ რა დაგემართა? თუ ჩვენი ინტელექტუალური სიბრმავის იმედი გაქვს?! არ არსებობს არგუმენტი სამართლებრივი, მორალური ან პოლიტიკური, რომელიც მაგას გაამართლებს. პოლიციაზე ვზრუნავო – ზუსტად მაგიტომ უნდა გადადგე! სახელმწიფოზე ვზრუნავო – ზუსტად მაგიტომ უნდა გადადგე! ობიექტური გამოძიება არის საჭიროო – ზუსტად მაგიტომ უნდა გადადგე! შენ მართავდი პროცესს ასე? – ზუსტად მაგიტომ უნდა გადადგე! სხვა მართავდა იმას, რაც შენ უნდა გემართა? – ზუსტად მაგიტომ უნდა გადადგე! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი, რასაც იტყვი, შენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული! პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზეო… ეს პასუხისმგებლობა კი არაფერში გამოიხატება – ზუსტად მაგიტომ უნდა გადადგე! თუ ამ ყველაფერს ხვდები – უნდა გადადგე! თუ ვერ ხვდები – ზუსტად მაგიტომ უნდა გადადგე!

კახა კოჟორიძე

banner
წინა სტატიაშისუს-ი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის გადაადგილების უკანონოდ შეზღუდვად აფასებს
შემდეგი სტატიაამ მოცემულობით, “ნაციონალებისთვის” ვადამდელის მიღწევა ხელისუფლებაში დაბრუნების ტოლფასია