გახარია არის დემორალიზებული „კლოუნი“-ბოკერია

ბიძინა ივანიშვილს ბევრნაირი „კლოუნი“ ჰყავს, გახარია კი არის დემორალიზებული „კლოუნი“ და ვერ ფუნქციონირებს იმ სამარცხვინო წესებითაც კი, რაც ივანიშვილს აქვს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელშიც ის საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.

„არაფერი გამიკვირდება. არსებითად არ ცვლის ეს ბევრს, მაგრამ იქნება დასტური, რომ როცა საზოგადოებას ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებ და ინსტრუმენტი იქნები „გავრილოვის ღამეში”, მერე გაგიჭირდება კი არა, ვეღარ შეძლებ საერთოდ ისეთი მარიონეტის როლში ყოფნასაც კი, როგორშიც გახარია იყო საბოლოო ჯამში. უმძიმეს მდგომარეობაშია ხელისუფლება. მაგაზე არ ვიღელევებდი, მაგრამ ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა და ეს ყველაფერი არის ნიშანი, როგორი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ გვყავდეს”,- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ
შემდეგი სტატია“იყო უკვე ფინალური სერია…ბიძინასთან!”-ელისო კილაძე