ბურჯანაძე: გაყალბებული არჩევნების შედეგად ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ავუხსენით, რომ ვითხოვთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვინც უკვე პატიმრობაშია, იმ ადამიანების განთავისუფლებას, ასევე გაყალბებული არჩევნების შედეგად ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო როდესაც ელჩი ოპოზიციის ოფისში თავად მიდის.

„დღევანდელი სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი მეგობრები არ აპირებენ გვერდიდან უყურონ ამ მოვლენებს, აქტიურად ჩაერთვებიან პროცესებში და ყველაფერს ეცდებიან, რათა მოიძებნოს სწორი სამართლიანი და დემოკრატიული გამოსავალი. ბუნებრივია, დღეს ჩვენ სტუმარს ავუხსენით რეალური ვითარება, ვუთხარით რომ აქ არის რადიკალიზმზე საუბარი და აქ არ არის უკანონო მოთხოვნებზე საუბარი. ჩვენი ერთობა განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში უბრალოდ სამართალი აღარ არსებობს და ვითხოვთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ვინც უკვე პატიმრობაშია, იმ ადამიანების განთავისუფლებას. გაყალბებული არჩევნების შედეგად ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ყურადღებით მოისმინა ჩვენმა სტუმარმა, მან თქვა, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო, როგორც რეგიონალური სახელმწიფო იმ ცვლილებების ფონზე, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს და ამიტომ დემოკრატიის მხარდაჭერა ლიეტუვის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ყველაფერს გააკეთებს, რათა გამოსავალი ნაპოვნი იქნას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.