გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში თერმობარული იარაღის გამოყენება დაადასტურა

რუსეთი უკრაინაში თერმობარული იარაღის გამოყენებას ადასტურებს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა TOS-1A შეიარაღების სისტემის გამოყენება უკრაინაში. TOS-1A თერმობარულ რაკეტებს იყენებს, რომელიც ქმნის ცეცხლგამჩენ და აფეთქების ეფექტს“, – წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.

ბრიტანული უწყება თან აღნიშნული სადემონსტრაციო ვიდეორგოლსაც ურთავს, სადაც განმარტებულია, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული შეიარაღების სისტემა.

 

banner
წინა სტატიაშიმხოლოდ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაასრულებს ამ ომს – ვოლოდიმერ ზელენსკი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება