გაერთიანებული ოპოზიციის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში ხმათა 39.2% მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 37.6%

გაერთიანებული ოპოზიციის მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში ხმათა 39.2% მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 37.6%.

ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ამომრჩეველს ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.

“იმის მიუხედავად, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველანაირი მანუპულაციით ცდილობს, რომ სახელისუფლო კანდიდატს რაღაცნაირად დაეხმაროს, ყველა შედეგის დათვლით, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულია. ვაშაძემ მოიპოვა ხმათა 39.2%, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 37.6%. ვაშაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და რა თქმა უნდა, თბილისში. თბილისმა გააკეთა მართლაც ღირსეული არჩევანი, ვინაიდან ეს არჩევნები ღირსების არჩევნები იყო და თბილისმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა. იმის მიუხედავად, რომ 08:00 საათიდან ჩვენ ყველა უბნისთვის გვიწევდა ბრძოლა, რადგან გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევები ვნახეთ, თბილისში – ეს იყო კარუსელები ყველა უბანზე, თბილისის უბნებთან მობილიზებული ავტომობილები, საიდანაც ღიად არიგებდნენ ფულს, ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისმა გრიგოლ ვაშაძეს მხარი დაუჭირა. ამ უსამართლო ბრძოლაში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. თბილისმა უარი უთხრა უსამართლობას, უარი უთხრა განუკითხაობას, უარი უთხრა კრიმინალურ მმართველობას და ამ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას დაუჭირა მხარი. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანაქალაქელს, რომ მოვიდა არჩევნებზე და გააკეთა არჩევანი. ჩვენ გავიმარჯვეთ, თუმცა ამ გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე ორი კვირაა დარჩენილი – დარწუნებული ვარ, თბილისი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც თავის სიტყვას იტყვის“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიმალგოჟატა გოშევსკა – წინასაარჩევნო პროცესში ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
შემდეგი სტატია“მეორე ტურში შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ნახოთ, როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ