“მეორე ტურში შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ნახოთ, როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ

მეორე ტურში ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი მოქალაქე,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

„სამი წელია, „გირჩი“ არსებობს და არასოდეს მომსვლია თავში, „გირჩის“ მხარდამჭერებისთვის მომეწოდებინა ვინმეს ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. თავისუფალი ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე. „გირჩის“ ოფისშიც კი, არასოდეს, არავინ არავის მოუწოდებს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისკენ. არ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ დამოკიდებულებას, ამიტომ, ნუ შემე%$თ. აზრი არ აქვს. რაც შეეხება პირადად ჩემ პოზიციას – ვთვლი, რომ ვალდებული ვარ ის გავხადო საჯარო და მეორე ტურამდე რომ არ ვათამაშო ერთი ადგილი, ახლავე დავაფიქსირებ: ჩემთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი არის პრინციპულად მიუღებელი.

ნებისმიერი მცდელობა ხაზის გავლების, თითქოს ერთი უფრო ნაკლებად ცუდია ან ნაკლებად საშიშია, ვიდრე მეორე, ჩემთვის არის მასტურბაცია. მეტიც, ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან.

მიუხედავად ამისა, მე წავალ მეორე ტურზე და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი და, რომლის არჩევის შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ქვეყნის პირველ ლედის მოსკოვში აქვს ნაცეკვი 25 თებერვალს.

ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ: 1. თუ არსებობს შანსი, ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია. 2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს, რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად და მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა. ეს ანომალიაა და არა წესი. შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ნახოთ, როგორ ერევა გული ადამიანს ხმის მიცემის შემდეგ“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიციის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში ხმათა 39.2% მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 37.6%
შემდეგი სტატიაზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა