გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლის ინფორმაციით, ზუგდიდის #6 საუბნო საარჩევნო კომისიასთან ხმაური ე.წ. კარუსელის მცდელობას მოყვა

ზუგდიდის #6 საუბნო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ე. წ. კარუსელის მცდელობას მოჰყვა. როგორც „გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებელი ბესიკ გაზდელიანი აცხადებს, ამ უბანზე რამდენიმე კრიმინალური პირი იმყოფებოდა, რომლებიც საარჩევნო უბანზე უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბესიკ გაზდელიანის თქმით, აღნიშნულმა პირებმა დამკვირვებელ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რა დროსაც სიტუაციის განეიტრალება თავად გაზდელიანს მოუწია.

ზუგდიდის #6 საარჩევო უბანზე ამ წუთებში „გაერთიანებული ოპოზიიცის“ წევრი ხატია დეკანოიძე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისამარშუტო ტაქსი აფხაზური ნომრებით
შემდეგი სტატიასაარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა