გაეროში განაცხადეს, რომ ასადის ჯარისკაცებმა ალეპოში 82 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

სირიის სამთავრობო ჯარისკაცები და ასევე, მათ მხარეს მეომარი ირანელი ამბოხებულები, ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებში შედიან და მათ ხოცავენ – გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა რუპერტ კოლვილმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ჟაკ ეირომ, თავის დამოუკიდებელ განცხადებაში დასავლეთ ალეპოში შექმნილი მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ბაშარ ასადის არმიას დააკისრა.
კოლვილის თქმით, მსგავს შემთხვევებზე იმ ოთხი რაიონიდან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც უკანასკნელ დღეებში დაიკავეს ასადის ძალებმა. გაეროს წყაროებით, მხოლოდ გუშინ ათობით ადამიანი დახოცეს სახელმწიფო არმიის ჯარისკაცებმა. “სულ, გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ სამთავრობო ძალებმა მინიმუმ 82 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის 11 ქალი და 13 ბავშვი” – განაცხადა კოლვილმა. მისი თქმით, რამდენიმე ინფორმაცია არ დადასტურდა.

დღეს დილით სირიის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ალეპოსათვის ბრძოლა დასრულების სტადიაშია მთელი რიგი წარმატებული ოპერაციების შემდეგ, რომელიც ამბოხებულების წინააღმდეგ განხორციელდა. დღესვე რუსეთის შერიგების ცენტრმა გაავრცელა, რომ უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე ოპოზიციის მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან დაახლოებით 7 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა გახდა შესაძლებელი – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიმერკელი და ოლანდი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების წინადადებით გამოდიან
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ბიზნესს სამართავად შვილებს გადააბარებს