დონალდ ტრამპი ბიზნესს სამართავად შვილებს გადააბარებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ბიზნეს-იმერიას მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობას, საკუთარ შვილებს გადააბარებს. საპრეზიდენტო ვადის მანძილზე ის ბიზნეს-შეთანხმებების დადებას ვერ შეძლებს. ტრამპმა თქვა, რომ ბიზნესს შვილებს თავის ინაუგურაციამდე გადასცემს. “იმის მიუხედავად, რომ კანონი ამას არ მავალდებულებს, მე ბიზნესს 20 იანვრამდე (თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის დღე) ვმართავ, რომ შემდეგ პრეზიდენტობაზე სრულად შევძლო ფოკუსირება” – დაწერა ტრამპმა “ტვიტერზე”. მან, ასევე, პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც ის საკუთარ ბიზნესსა და საკადრო გადაწყვეტილებებზე ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიგაეროში განაცხადეს, რომ ასადის ჯარისკაცებმა ალეპოში 82 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქრო პარლამენტი განცხადებას ავრცელებს