გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის დელეგაციამ უკრაინის წინადადება დაბლოკა

გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის დელეგაციამ უკრაინის წინადადება დაბლოკა, სადაც ანექსირებული ყირიმის სამხრეთ ფედერალურ მხარეში ჩართვის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებაა გაპროტესტებული – ამის შესახებ გაეროში უკრაინის წარმმადგენელმა განაცხადა.
რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი 5 წევრიდან ერთ-ერთია, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს.
უკრაინის საგარეო უწყებამ ყირიმის ფედერალურ მხარეში გაერთიანებას “არარაობა” უწოდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალური ბრძანებით, “ყირიმისა და სევასტოპოლის სამხრეთ ფედერალურ მხარეში გაერთიანების შესახებ” გუშინ, 28 ივლისს მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმომღერალი ზურა ხაჩიძე ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
შემდეგი სტატიაბრიტანულმა არხმა გაღიმებული ვულკანის ვიდეო გამოაქვეყნა