გაეროს სირიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთს და აშშ-ს მიმართა

გაეროს სირიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დე მისტურამ რუსეთს და აშშ-ს მიმართა, რომ სირიაში კონფლიქტის მშიდობით დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები იხსნან.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც 27 თებერვალს იქნა შემოღებული „ძლივს არსებობს“. დე მისტურა ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მდგომარეობა შესაძლებელია ნებისმიერ წუთს დაირღვეს.
ამასთან დაკავშირებით, დიპლომატმა მოსკოვს და ვაშინგტონს შესთავაზა დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება „უმაღლეს დონეზე“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში სირიაში სამხედრო მოქმედებების ესკალაცია ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასუს-მა რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა