გაეროს გენერალურმა მდივანმა ვენესუელას საზღვრებზე ძალადობა დაგმო

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ვენესუელას საზღვრებზე ძალადობა დაგმო.

მისი თქმით, რამდენიმე მშვიდობიანი პირის საზღვარზე მოკვლით “შოკირებული და დამწუხრებულია”.

გუტერეშმა მხარეებს მოუწოდა “ესკალაციის აღსაკვეთად ყველა ზომა მიიღონ”, რომ კონფლიქტის დამშვიდება მოხდეს.

ძალადობა ნებისმიერი ზომით უნდა იქნეს თავიდან აცილებული – განაცხადა გუტერეშმა

გარდა ამისა, სამხრეთამერიკულ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაგმო გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი საბჭოს კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა.
გერმანელი ექსპერტები თვლიან, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების უბრალო დამკვრვებელი ვერ იქნება.

ვენესუელელმა სამხედროებმა სამოქალაქო პირების ჯგუფს, რომლებიც ბრაზილიის საზღვრიდან ჰუმანიტარული დახმარების შემოტანას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. მინიმუმ ერთი პირი გარდაიცვალა, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრილია – წერს Washington Post

banner
წინა სტატიაშიTBC-ის საქმე და დღევანდელი ლაპარაკი ამ თემაზე არავის არ გვარგებს – ეკონომიკის მინისტრი
შემდეგი სტატიაშსს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს