TBC-ის საქმე და დღევანდელი ლაპარაკი ამ თემაზე არავის არ გვარგებს – ეკონომიკის მინისტრი

იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად და სასიკეთოდ დამთავრდება როგორც ინვესტორებისთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის,“ – ეს განცხადება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ TBC-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მთავრობის წევრები არ ეთანხმებიან ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც, TBC ბანკისა და მისი დამფუძნებლების მიმართ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.

„გასაგებია ჩემთვის, რა თქმა უნდა რომ TBC-ის საქმე და დღევანდელი ლაპარაკი ამ თემაზე არავის არ გვარგებს და ეს არ არის კარგი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად და სასიკეთოდ დამთავრდება როგორც ინვესტორებისთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე TBC ბანკთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქმე ეხება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტს.

„უმჯობესი იქნებოდა, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობა ჰქონოდა აღნიშნულ პროცესს, იქიდან გამომდინარე, როგორც განვითარდა აღნიშნული პროცესის თანმიმდევრობა. იყო გარკვეული ინფორმაციის გამოტანა, შემდეგ უკვე გაჩერდა ყველაფერი. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი პერიოდისთვის, რო უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ეხებოდა საკითხი სისტემურ ბანკს საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტია,“ – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

banner
წინა სტატიაშიდახურული შეხვედრა ივანიშვილთან – შუშის სასახლეში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურმა მდივანმა ვენესუელას საზღვრებზე ძალადობა დაგმო