გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ინსპექტორზე: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან გამოიხმოს ინიციატივა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება და პარლამენტს მოუწოდებს უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა.

“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ დამოუკიდებელი ინსტიტუტის – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე. სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია წამების პრევენციის და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა”, – ნათქვამია, გაეროს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დღესაც არ დაესწრო
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდება