მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დღესაც არ დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დღესაც არ დაესწრო. საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდი განიხილა, რომლებშიც, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ასევე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი. სასამართლომ დღეს კონკრეტულ შუამდგომლობებზე იმსჯელა მათგან ნაწილი დაკმაყოფილდა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, განმარტებების გაკეთება მოუწიოს ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს, რადგან საქმის მასალებს თან დაერთვება მისი ცენტრისა და სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები. ამის თაობაზე დღეს შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

ადვოკატებს ასევე სურდათ, საქმის მასალებს კონკრეტული განცხადებები დართვოდა, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვინმეს განცხადებამ არ უნდა იქონიოს გავლენა.

„რაც არ უნდა მაღალი ავტორიტეტის მქონე პირის ან ორგანიზაციის მიერ იყოს განცხადება ან შეფასება გაკეთებული, მისი საქმის მასალებში ჩადება, მტკიცებულებად განხილვა და შემდეგ, რაღაც გავლენის მოხდენის მიზნით, მათი დართვა, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. თუ საკითხი და დასკვნები ეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც ამ საქმის და არც სხვა სისხლის სამართლის სხვა საქმეების განხილვისას, მათ დართვაზე არასდროს არ გვითქვამს უარი“, – აღნიშნა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა.

კიდევ ერთი შუამდგომლობა იყო, რომ გამოკითხული პირების ნაწილი ხელახლა გამოიკითხოს. ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურს, მათ კითხვები თავად დაუსვას. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიგორის ცენტრში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაგაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ინსპექტორზე: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან გამოიხმოს ინიციატივა