კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდება.

შეხვედრა რამდენიმე წუთში, ინსპექტორის სამსახურის ოფისში შედგება.

ცნობისთვის, დღეს ლონდა თოლორაიამ ხელისუფლების გეგმაზე, გააუქმოს ინსპექტორის სამსახური,ბრიფინგი გამართა. ის ამბობს, რომ უწყების გაუქმების შესახებ “ოცნების” ინიციატივა მანაც მედიის საშუალებით გაიგო, მაშინ, როდესაც დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. რატომღაც ჩაითვალა ეტყობა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ შევძლებდი სამსახურის და თანამშრომლების დაცვას.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ირკვევა, რომ “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ინსპექტორზე: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან გამოიხმოს ინიციატივა
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ბიბლიოთეკების გაერთიანება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებს 13 000-ზე მეტ წიგნს გადასცემს