გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სესიაზე ბალდის კანიონში შექმნილ მდგომარეობას შემაშფოთებელი უწოდეს

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა, საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სესიაზე წარადგინა, სადაც ბალდის კანიონის მცველების მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებლად შეაფასა და გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდა:

ა) უზრუნველყოს, ორჰუსის კონვენციით გარანტირებული, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების მონაწილეობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლების დროული და ეფექტიანი განხორციელება გარემოს დაცვის საკითხებში.

ბ) დაიწყოს გამჭვირვალე და შინაარსიანი საკონსულტაციო პროცესი ბალდის კანიონთან დაკავშირებით მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად და უზრუნველყოს დაზარალებული თემის ყველა წევრის, მათ შორის, ადგილობრივი უფლებათა დამცველების სრული და უსაფრთხო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ. ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
შემდეგი სტატია„ზუსტად ასე აღნიშნა ჩემმა ბიჭმა ქვეყნის გამარჯვება“ – დედა ნიკო კვარაცხელიას დღემდე უცნობ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს