გადაუხდელი ხელფასები- პრემიერი გამგებლებს აფრთხილებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს:

„ბოლო პერიოდში რამდენიმე, საკმაოდ უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა. მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს, უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. მე მინდა გთხოვოთ ბატონო ზურაბ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზრისით, რომ თუკი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, რეაგირება იყოს უმკაცრესი. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა. თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. ასევე მინდა სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით რეაგირება იყოს უმკაცრესი, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ, დროულად მიიღონ ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებენ, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონებში დაფიქსირდება. მინდა გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში28 მარტს სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ჯერ ათენში, შემდეგ კი – ბრიუსელში – პრემიერი
შემდეგი სტატიაორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება