გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც „თაიმერს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, გარდაბნის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ანდრო ჟორდანიას, ლომინაძის, სურგულაძის და გულბანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შურდულის, კუმისის, ანთელავას, შალვა მჭედლიშვილის და თოიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 01:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შავგულიძის, პეტრე ქავთარაძის, შალვა ნუცუბიძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას მოედნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გრიგოლ ფერაძის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გაგარინის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ასევე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის, ელგუჯა ამაშუკელის, ტირიფების, თუთის, ტაშკენტის, ინტენსიფიკაციის, ლისის, მუხის, ამბროლაურის, ქართველიშვილის, საირმის, საბურთალოს, ცაგარელის, ვასო გოძიაშვილის, ოთარ ჭილაძის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაცით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიაში ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას განაგრძობს