გაბუნია – „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ სხვა ვაქცინებთან შედარებით ხანგრძლივი ვადა აქვს – 2-წლიანი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არსებულ „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ვადა ჯერჯერობით აქვს, თუმცა „სინოვაკის“ ათვისება ნაკლებია.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინების არჩევანის უფლება არ შეიზღუდება.

„სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ სხვა ვაქცინებთან შედარებით ხანგრძლივი ვადა აქვს – 2 წლიანი. ჯერჯერობით მათი ვადა არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არჩევანის საშუალება მივეცით მოსახლეობას და უპირატესობა მიანიჭეს „ფაიზერს“, შემდეგ იყო „სინოფარმი“, იყო გარკვეული ჯგუფი, ვინც უპირატესობა „სინოვაკს“ მიანიჭა. არჩევანის უფლებას არ შევზღუდავთ, „სინოვაკის“ შემთხვევაში ათვისება ნაკლებია, მაგრამ ამ პროცესს გავყვებით“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – მიხეილ სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა
შემდეგი სტატიადროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა – სააკაშვილი ბრეგაძეს