გაბუნია – საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი მასირებული კიბერშეტევის გამო არ მუშაობს.

ტიკარაძის მოადგილის ინფორმაციით, სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.

“დღეს, დღის პირველი ნახევრიდან იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მართლმსაჯულების გასაღებს აუცილებლად მივცემთ ქართველ ხალხს
შემდეგი სტატიაცერცვაძე – მხოლოდ „ფაიზერი“ რომ უნდათ, ეს მაგონებს, მოქალაქეები გამოვიდნენ და თქვან, თითო ბოლო გამოშვება „მერსედესი“ გვინდაო