გაბუნია ციხეებში ეპიდვითარებაზე – სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და რაიმე განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს. გაბუნიას განცხადებით, პატიმრების 66% ერთხელ აცრილია, 55%-ზე მეტი კი ორჯერ.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების, დაახლოებით, 62% სრულად ვაქცინირებულია, 80%-ზე მეტი კი ერთჯერადად.

“ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი. იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია და ამისთვის მოხდა მობილიზაცია რამდენიმე კლინიკის, რომ თუკი საჭიროება დადგება მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაფერის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მათი მკურნალობა. ზუსტად რამდენია ეს ციფრი, გამიჭირდება დასახელება, პენიტენციურ სამსახურთან იქნება საჭირო ამის დაზუსტება, თუმცა სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებაში არ გვაქვს”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი – ვაქცინირებული ადამიანები არ წარმოადგენენ რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარებს
შემდეგი სტატიაგაბუნია – ყველა ორსულს და მათ ექიმებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას