გაბუნია – 4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, რომ სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს

4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, რომ სკოლების დიდ ნაწილში, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში სწავლა განახლდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 4 ოქტომბრამდე სიტუაცია კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, რათა ბავშვებს სასწავლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„ტენდენცია ისეთია ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ ვფიქრობ, 4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს. ამას კიდევ უფრო აძლიერებს პედაგოგებისა და სკოლის კოლექტივის აცრის კარგი და მაღალი მაჩვენებელი. 4 ოქტომბრამდე ჩვენ დაახლოებით 3 კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდეს და ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში. ვფიქრობ, წინასწარი პროგნოზით სწავლის განახლება ყველა წესის დაცვით და ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით მოხდება”, – განაცხადა გაბუნიამ.

წინა სტატიაშიბოკერია ​მურსაკულოვზე – თუ დადასტურდა, რომ “ოცნებასთან” კავშირის გამო ხელს აფარებდნენ, მაშინ ეს ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია
შემდეგი სტატიაგაბუნია – ახალი წლის შემდეგ სავარაუდოდ უნდა ველოდოთ კორონავირუსის ახალ ტალღებს