გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დამატებითი ძალებია მობილიზებული – ისმის სროლის ხმაც

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. ამ დროისათვის მოსახლეობა მიმიდებარე ტერიტორიას ტოვებს. ადგილზე შედიან სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის დამატებითი ჯგუფები. ისმის ინტენსიური სროლის ხმაც. სადარბაზოდან ამოდის კვამლი. არსებული ინოფრმაციით, სადარბაზოში, სადაც უშუალოდ სპეცოპერაცია მიმიდნარეობს ცარიელია და ადგილიდან მოსახლეობის გაყვანა უკვე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ამავე სადარბაზოში ორი ბინაა დანგრეული. ადგილობრივები ადასტურებენ რომ სროლის და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მთელი ღამის განმავლობაშ მიმიდნარეობდა სპეცოპერაციაც. გავრცელებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან. ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია დაჭრილების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიაფეთქებები და სროლა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის ადგილზე მაჟორიტარი დეპუტატი მივიდა