გაბელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ მოიგო

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში, გულნარა გაბელიას ყაზახური კლუბი ,,ბიიკი,, შოტლანდიურ ,,გლაზგო სითის,, დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3:0 მოუგო.


თამაშის პირველი ტაიმი ფრედ და გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმი გაბელია და კომპანიამ სწრაფი შეტევებით დაიწყეს და 10 წუთიან მონაკვეთში 3 უპასუხო გოლი გაუტანეს შოტლანდიელებს…
48 წუთზე კირგიზბაევამ აიღო შოტლანდიელთა კარი. 6 წუთში გაბელიას მიერ მოწოდებულ კუთხურს ამერიკელი ლეგიონერი კორტი გამოეხმაურა და ანგარიში 2:0 გახდა. 58 წუთზე კი – თავად გულნარა გაბელიამ ულამაზესი გოლი შეაგდო შოტლანდიელთა კარში და განმეორებითი მატჩის წინა სერიოზული უპირატესობა მოუტანა გუნდს.
დიდი ალბათობით, შაშანდელის მსგავსად გაბელიას ყაზახური ,,ბიიკი,, წელსაც გავა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, რაც ყაზახური კლუბების ისტორიაში ჯერჯერობით სუკეთესო შედეგია.

banner
წინა სტატიაშითალიბების თავდასხმა ავღანეთში-მოკლულია 22 ადამიანი
შემდეგი სტატიარუსთაველი მოძალადე დაკავებულია