„გაანაბეთ თავი ზაზა სარალიძეს, ადამიანი ისედაც დაავადებულია” – გრიგოლ ვაშაძე

გაანაბეთ თავი ზაზა სარალიძეს, ადამიანი ისედაც დაავადებულია, დაავადმყოფებულია და უკანასკნელი ძალით იბრძვის იმისთვის, რომ სამართალმა თავისი შვილის მკვლელები დასაჯოს,“ – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციას მართავენ.

ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი ითხოვს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

„სანამ სახელმწიფო არ აღიარებს იმას, რომ დათუნა სარალიძის შემთხვევაში ჩაიდინა სისხლის სამართის დანაშაული, როცა ნივთიერები მტკიცებულებები გაანადგურა და ხელი დააფარა მკვლელებს, თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევაში კიდევ უარესი, მოკლა ჯერ ადამიანი, შემდეგ ნივთიერი მტკიცებები გაანადგურა, შემდეგ მკვლელებს ხელი დააფარა, არ დამთავრდება ეს ამბავი, მაინც მიაღწევენ სამართალს. რატომ გინდათ მაინცდამაინც თქვენს შეცდომებზე ისწავლოთ, როცა შეგიძლიათ, ისწავლოთ სხვის, სხვა ხელისუფლებების შეცდომებზე, არ გვესმის,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება.

banner
წინა სტატიაში“აქციები გაგრძელდება” – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება