Facebook-მა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული 153 ყალბი ანგარიში გააუქმა

Facebook-მა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული 153 ყალბი ანგარიში გააუქმა – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ინტერნეტსივრციდან წაშლილია 80 გვერდი, 41 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში ფეისბუქზე და 9 ანგარიში ინსტაგრამზე.

განცხადებაში ადმინისტრაცია წერს, რომ ეს ანგარიშები არაავთენტური ქმედებებით გამოირჩეოდნენ და მათ საქმიანობას კოორდინირებული ხასიათი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა დღესვე 790 ანგარიში წაშალა, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული და მათი ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილის მიერ იმართებოდა. წაშლილია ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც.

banner
წინა სტატიაშიFACEBOOK-მა კოკა ყანდიაშვილის ეSპერსონასთან დაკავშირებული 790 ანგარიში გააუქმა
შემდეგი სტატიანატოს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას ეფექტიანი უწოდა