FACEBOOK-მა კოკა ყანდიაშვილის ეSპერსონასთან დაკავშირებული 790 ანგარიში გააუქმა

Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე პაციენტთა პასუხი ცნობილია
შემდეგი სტატიაFacebook-მა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული 153 ყალბი ანგარიში გააუქმა