ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე პაციენტთა პასუხი ცნობილია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს 86 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა. მათ შორის 73 ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო 13 ცხელების ცენტრებიდან. (რუხის კლინიკა-8; ევექსი-1, ხოლო სენეკის ცხელების კლინიკა4) ყველა პასუხი უარყოფითია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გუშინ მათთან გამოკვლეული 96 პირიდან კორონავირუსი არცერთს დადასტურებია. გამოკვლეულთა შორის იყვნენ, როგორც ზუგდიდის მედიკოსები, ასევე წალენჯიხიდან, ზუგდიდის „112“-ის ფილიალებიდან და დევნილთა პოლიკლინიკებიდან ექიმები.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ სულ 135 ბიოლოგიური მასალა შევიდა. ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა covid19-ზე PCR კვლევები ტარდება. სულ გამოკვლეულია 300-დე პირი. სამასივე ადამიანის პასუხი უარყოფითია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
შემდეგი სტატიაFACEBOOK-მა კოკა ყანდიაშვილის ეSპერსონასთან დაკავშირებული 790 ანგარიში გააუქმა