“ევროვიზია” ხმისმიცემის წესებს კარდინალურად ცვლის

მუსიკალური კონკურსის “ევროვიზია-2016”-ის ხმის მიცემის წესები კარდინალურად შეიცვლება, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ საიტზე.
ადრე მონაწილეთა შედეგები პროფესიონალი ჟიურისა და მაყურებლების ხმებზე იყო დამოკიდებული და ის ცხადდებოდა მაშინათვე.
ახალი წესებით, რომლესაც კონკურსის ორგანიზატორები 1975 წლიდან “ევროვიზიის” ყველაზე შესამჩნევ ცვლილებად მიიჩნევენ, გულისხმობს, რომ პროფესიონალი ჟიური და ყოველი ქვეყნის მაყურებელი კონკურსანტებს ცალ-ცალკე შეაფასებს 1-დან 8-მდე და ასევე 10-დან 12 ქულამდე.

ამასთანავე, შედეგების გამოცხადებისას, ჯერ ჟიურის ქულები გამოცხადდება, რომელსაც დაემატება მაყურებლენის შედეგები, ანუ, ყოველი სიმღერა კონკრეტულ ქულებს მიიღებს.
საბოლოო შედეგების გამოცხადება დაიწყება ნაკლებად წარმატებული კონკურსანტებიდან, რომ მაყურებელმა ბოლომდე არ იცოდეს ხმისმიცემის ლიდერის ვინაობა.
დაწვრილებით აღნიშნულთან დაკავშირებით ევროვიზიის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.

banner
წინა სტატიაში“უპრეცედენტო შემთხვევა”-ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს
შემდეგი სტატიალარი დოლართან მიმართებაში 1 პუნქტით გამყარდა