„ოპერაცია ზენონი“ – ნანა კაკაბაძისა და გიორგი ანდრიაძის შოკისმომგვრელი სატელეფონო საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერი

CNews სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ასაჯაროებს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამას, რომელიც კრებსის თანახმად, 2017 წლის 18 თებერვლით თარიღდება:

გიორგი ანდრიაძე– ხო, ნანა.

ნანა კაკაბაძე: – რას შვები, გიო?

გ.ა. – რა ვიცი, აბა, ეხლა მივედი.

ნ.კ. – მე მგონი, პირველი დღისთვის არაუშავდა, არა?

გ.ა. – კი კაცო, მშვენიერი რამე გამოვიდა.

ნ.კ. – ეხლა რატოა ეს მნიშვნელოვანი, ესენი ეხლა არის ვინც საზოგადოებაში ინფორმირებას ახდენს, რა. თეატრი, სამეცნიერო წრეები, ესენი სულ ყველაფერი, ჯერ ერთი, ეს ხო წავიდა ეს ინფორმაცია, ხო დატრიალდა მერე უკვე, ხვალიდან უკვე მოქმედებასაც დავიწყებთ, თუ ეს ,,ოპერაცია ზენონი” გამოვიდა! მე ვფიქრობ, რომ გადავტეხავთ წელში.

გ.ა. – ჰო, ეგ შენ უნდა გააკეთო, რო შენ გიჯერებს.

ნ.კ. – მესმის ხო, მაგრამ გადავტეხავთ. რა საცოდავები არიან ისინი, რო არ იცის იმან. საცოდავმა დიმიტრიმ იმის მხარეზე რო არა ვარ. ეს რამხელას ნიშნავს. მაგ საცოდავი.

გ.ა. – პატარა მოგფერებოდა ეხლა, იქნებოდი მაგის მხარეზე.

ნ.კ. – ძაან მეფერებოდა, სხვათა შორის, შენ ეტყობა არ იცი, ზედ მყვებოდა ყოველთვის.

გ.ა. – იმ ციანიდს შენ წაიღებდი (ხუმრობს)

ნ.კ. – ხო, რა სისულელეს ლაპარაკობ, მაგან ძალიან კარგად იცის, რომ მე ჩემს იმას არასოდეს შევიცვლი, რასაც ვფიქრობ იმას, ჩემს პოზიციას არ შევიცვლი, რაც არ უნდა მიქნას. მეტი რა უნდა გადამყოლოდა, თუ რაიმეს აკეთებდა ცხოვრებაში, ყველგან პირველი მე ვიყავი და მთელი ჩემი სამეგობრო და მთელი ჩემი სანათესაო და მაგისი ცოლი უვლის ჩემს სახლს ბათუმში და მაგისი შვილები. მეტი რაღა უნდა ქნას. უბრალოდ, ძაან ნაძირლურად იქცევა და ის შემეცოდა ძაან მარტო დარჩა შორენა, მაგარი უსამართლობა არის, არ შემიძლია. ხო იცი სადაც სისუსტეა, ადამიანს იქ გინდა რო იყო. ქალი არ იმსახურებს მართლა გულით უყვარს ეკლესიაც და პატრიარქიც.

გ.ა. – ხო მარა, ძმაო, მაგის საქმე დამთავრებული არის. იმსახურებენ იმიტომ, რომ…

ნ.კ. – შორენასი, რომ დამთავრებულია ეგ ცხადია, მაგრამ ესე რომ გადაუარონ ამის საშუალებას არ მივცემთ რა, მაგათ გადავუვლით.

გ.ა. – მაგათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რო პატიოსანი ხალხი, ჩვენისთანა ხალხი ჩამოეცილებინათ, მე გადამაგდეს ვაფშე.

ნ.კ. – მე ხო ისე ამაყვავეს, ნუ იტყვი, რა. თუ სადმე დასაპატიჟებელი, ჭაბუკა (კაკაბაძე ასე მიმართავს მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს) ჭიქას არ აწევდა, რომ არ დავეძახებინე და მანდ თუ სადმე დასაპატიჟებელი იყო ყოველთვის აბსაიდში ვყავდი.

გ.ა. – გტეხავდნენ, კი.

ნ.კ. – ყველგან და იმას ვერ გრძნობდნენ, რომ საზოგადოებასთან მე მქონდა ურთიერთობა, მე მყავდა ხალხი, ჩემს ირგვლივ იყო ადამიანები და ესენი მიეღოთ და ესენი მიეზიდათ, ჩემ ადამიანებთან ყოფილიყვნენ. ის კი არ გააკეთეს, ვიღაცეები, მანანა ძოძუაშვილები და ვიღაცები, რომელიც არის რურუას აგენტი.

გ.ა. – კი, ეგრეა, ჩემო კარგო. ღმერთმა შენ მოგცეს ძალა.

ნ.კ. – ეე, რაღა ძალა დავბერდი, გიორგი, ფეხზე ვეღარ ვდგავარ, ოთახიდან ოთახში ვეღარ გავდივარ, ხო ხედავ?

გ.ა. – არაუშავს, ყველაფერი შეიცვლება.

ნ.კ. – პროსტა, მთავარია, არ მივცეთ საშუალება, რომ ამას გადაუარონ. არ იმსახურებს შორენა ამას.

გ.ა. – ეხლა მე შორენაზე მეტად უფრო საერთო საქმე და საქართველო მედარდება, შორენაც როგორ არა, მაგრამ.

ნ.კ. – ეხლა ეს მაგასთან არის მიბმული, გინდ ისე, გინდ ასე.

გ.ა. – მაგასთან არა, ირიბად არის. ბოლო-ბოლო, მაგან რომ დაარეგულიროს მე სხვათა შორის იმედი მაქვს. ეგ იმისთანაა, შეიძლება გამოძვრეს და იქ მაინც დაარეგულიროს ურთიერთობა. შენ არ იცი.

ნ.კ. – ვერა, ვარიანტი არ არის, გიო, მაგას ჭაბუკა არ დაუშვებს, ციანიდი არ გამოვიდა, მაგას მაინც გააკეთებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პროსტა ესეთი უზნეობა რეები აკადრეს, რეები უქნეს, პროსტა, როგორ შეუძლიათ ესე არ მიშვრებოდნენ „ნაციონალები“?

გ.ა. – შენ გადარეკე ხვალე, ის პოლიტპატიმრები, ერთი-ორი საქმე ააგდე.

ნ.კ. – ხო ვფიქრობ, ვინ არიან ისეთი სახეები, ისეთი სახეებია საჭირო, თორე ჩვეულებრივი კი არა, ისეთი.

გ.ა. – ,,კორკოტა” ხო შენი ძმაკაცია?

ნ.კ. – კორკოტა კი.

გ.ა. – მერე მაგიც კაი ფიგურაა, ერთი სიტყვა, რომ გააჟღეროს, ერთი გვერდი რო დაწერო.

ნ.კ. – კი, კორკოტას ვეტყვი, რა პრობლემაა, მთავარი მაინც ზენონია, რა. ყველაზე მთავარი ზენონია და მერე – იობიც. იობიც მაგარი იქნება, ძაან მაგარი იქნება. ეკამ, იობს ბნელს რატომ ეძახიო? იცი, რა კაი ადამიანიაო? რამხელა მრევლი ყავსო, მეუბნება.

გ.ა. – მერე ვინ ეძახის ბნელს?

ნ.კ. – მე ვუთხარი, ეს ბნელი იობი დაგვჭირდა-მეთქი.

გ.ა. – არ დაუძახო, გოგო, არ გადაირიო.

ნ.კ. – ვინ არის, ნანა ბნელიო, რა ბნელიო? მოიცა რაა! მე ვუთხარი, ბნელი კია, მაგრამ გვჭირდება ეგა-მეთქი, მაგის დარდი მაქვს ეხლა, მაგის სიბნელის.

გ.ა. – ისე ამ ბნელებზე გამახსენდა, პროსტა, მაინტერესებს რას იზამენ, ეს მართლა ბნელები ეს ისაკაძეები და ბანდა რომ გვყავს, ეს მართლა გიჟები.

ნ.კ. – შენ იცი, რომ ეგ სუყველა იმისი არის, ჭაბუკასი. ლევან ჩაჩუა რო არის ჩემი პოლიტპატიმარი, მაგას რო პოლიტიკურ პარტიას უფინანსებს და ინახას, ეგონა აჰაა, ხელისუფლებაში მოვდივარ და მე ამას მოვიყვან ხელისუფლებაში. დედას გეფიცები, მოკლედ, ძაან სტრანი სიტუაციებია. ეგენი თუ არ ჩაიწიხლნენ სერიოზულად ჭაბუკაიანად, თორე ჭაბუკას გარეშე მაგას აზრი არ აქვს. ეგ კიდე წამოყოფს თავს.

გ.ა. – იმ საქმით წავიდეთ და ის მოყვება ავტომატურად.

ნ.კ. – ისე, როგორი შემადგენლობა დაგახვედრე, გიორგი, მითხარი რა.

გ.ა. – ძალიან მაგარი ხარ, ერთი-ორი ეკლდა მაინც.

ნ.კ. – მითხარი, ვინ და მოვიყვან, ვის გულისხმობ?

გ.ა. – ნუ, რა ვიცი, ინტელიგენციას რომ ეძახიან, წითელს, ძველებს, ბებრებს.

ნ.კ. – მე გეუბნები, ესენი არიან ტიპები, რომელთაც საზოგადოებასთან აქვთ მაგალითად – შოთიკო გლურჯიძე, მთელი თეატრალური საზოგადოება შოთიკოზეა მიბმული, შოთიკო არის ნომერ პირველი. ჯოლოგუა – მთელი სტუდენტობა რომ გამოიყვანო, მარტო უნივერსიტეტის კი არა, სხვა ინსტიტუტებიც, ჯოლოგუას დანახვაზე სტუდენტები მიწაზე ეცემიან და ლოცვას იწყებენ, არ იცი, როგორი ავტორიტეტია. ზაზა შათირიშვილი –  ასეა თუ ისე ყველა იცნობს, საჯარო ტიპია და სულ ტელევიზორშია. ვაკო –  მოვიყვანე და ვინც ებრძვის ამ ლიბერასტებს, ეგ არის და ნიკა ლალიაშვილს, უბრალოდ, ჩაწერა ჰქონდა, ვინც მაგის პროდიუსერია, თორემ ისიც მოვიდოდა, ანუ ყველა ის ტიპი იყო, ვინც აზრზეა. გიორგი აბდალაძეა – და ფოტოგრაფები არიან, ჟურნალისტთა მთელი ქსელი აქვთ, მარტო აქ კი არა მსოფლიო მაშტაბით აქვთ, ავრცელებენ თავიანთ იდეებს, მაგისთვის არ აიყვანა მიშამ? ყველა ისეთი სასტავი იყო შერჩეული, მაგაზე ვიფიქრე.

გ.ა. – კაი ხო, კიდე ერთი-ორი რო იყოს.

ნ.კ. – მითხარი, ვის გულისხმობ.

გ.ა. – ვიღაც მომღერალი, ბასა ფოცხიშვილი.

ნ.კ. – ბასა ფოცხიშვილი რას გააკეთებდა, თორემ ბასა თუ გინდა, ხვალვე მოგიყვან. ბასა არის გრეჩიხასთან, ბასა რას იზამს, თორემ კი.

გ.ა. – მოიცა, მოიცა, იმ გიჟების სასტავთან არ გაქვს დოსტუპი? ის ობიექტივის სასტავი როა.

ნ.კ. – არა, მაგათთან არა.

გ.ა. – ვიღაცა გვინდა, მაგ გიჟებთან.

ნ.კ. – მჟავანაძე ისედაც მუშაობს იმიტომ, რომ სუს-თანაა კავშირში და ჩვენზე მუშაობს.

გ.. – ვინ?

ნ.კ. – ნიკოლოზ მჟავანაძე. ისედაც მუშაობს ჩვენს გარეშე. სუს-ისგან მუშაობს.

გ.ა. – მერე თქვან რამე ტელევიზიაში, ტყუილად რომ უგდიათ.

ნ.კ. – თქვა, კაცო, პრესკონფერენცია ჩაატარა დღეს.

გ.ა. – მაგათ შეიძლება ეგ გიჟები დავუკვეთოთ და მიიყვანონ, რა, თავისთან, უნდა გადააბან ერთი პრესკონფერენცია არ უშველის.

ნ.კ. – ნინო რატიშვილს ვეტყვი „ობიექტივში“.

გ.ა. – მაგ ობიექტივის გიჟებს თავისი სასტავი ჰყავთ, მაგათ თავისი ხალხი, რომ შევუკვეთოთ კარგი იქნება. ერთი ზარი უნდათ, 15 წუთი უნდა მოვქოქოთ და გავუშვათ.

ნ.კ. – შევუკვეთოთ მერე, რა უნდა. ნინო რატიშვილს ვეტყვი, მაკა რაზმაძეს ვეტყვი ,,იბერია”-ზე. ყველა ვინც იყო, სიტყვა ეთქმით ზედა ეშელონებიდან ქვედა ეშელონებამდე, მერე საზოგადოებაშიც. ყოველ შემთხვევაში, იმ საცოდავებისთვის მაგარი პაძეშკა იყო, შორენასთვის, ვერ ნახე მერე გიორგი ოთხმეზური რას იძახოდა? ყაჩაღი და ბანდიტიაო, ხვალიდან, რო აღარ იტყვის ამას, ეგ ცოტას ნიშნავს?

გ.ა. – ნიშნავს კი არა, მარტო ეგ შეხვედრა იყო ყველაფერი.

ნ.კ. – ხვალ თუ ჩვენ ეს ზენონი მივაღწიეთ, ჩათვალე, რომ 50%-ით გადავტეხეთ სიტუაცია. მივაღწევთ, ხვალ ისე დაველაპარაკები.

გ.ა. – შენი იმედი მაქვს, ეს გიორგი რა გვარია მე რომ წამომყვა? ვინ არის?

ნ.კ. – ტიგინაშვილი? გიორგი? გამხდარი, სათვალიანი. ნახე, მაგან რა სტატია დაწერა? თეოლოგია, სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული და მეცნიერია, დოქტორია ესეთი პატარა ბიჭი. უნიჭიერესი ტიპია, 9-ზე მოვიყვანე ჩემთან და აზრზე მოვიყვანე, როგორი პრეზენტაცია გააკეთა? რო მოვიდა, მაშინვე დავურეკე ჯაბა ხუბუას, „ასავალ-დასავალს“ ბევრი კითხულობს, ჩემი ინტერვიუც გავუშვი და მაგისიც, ნახე ორშაბათს, როგორი ინტერვიუ იქნება, ორივე გადავუგზავნეთ. ,,ივერია” ავიღეთ, ეს ..ასავალ-დასავალი” ავიღეთ, “ახალ თაობა”-ს და ,,რეზონანს” ვეტყვი. თქვენს მოსვლამდე 2 ინტერვიუ გავუშვით, ეხლა ველაპარაკე, ეხლა გავერკვიე ამ დებილ ხელისუფლებაში.

გ.ა. -,,ალია”-შიც ვინმე არ გყავს? რეზოს არ იცნობ, ამაშუკელს? ეგეც კაი გიჟია, ბაია ამაშუკელს არ იცნობ?

ნ.კ. – ბაიას მე ვიცნობ.

გ.ა. – ხო და, დაურეკე და ააყეფოს მამამისი. მაგან არ იცის, რა ხდება, რო ეტყვი მიშა იქ შევიდა-თქო.

ნ.კ. – რეზო რა ვიცი, ძაან მარგინალური ტიპია და.

გ.ა. – იყოს მერე, ჩვენი რა მიდის.

ნ.კ. – ,,კვირის პალიტრა”-ა ძაან მნიშვნელოვანი, მაგას უნდა დავურეკო. საინფორმაციო ომი უნდა მოვუგოთ ამათ. როგორც კი მოვუგებთ, პატრიარქი რო ჩამოვა, ისეთი ნიადაგი უნდა ოყოს, რო ეგ განცხადება ღიად ვეღარ გაბედოს და ვერ გააკეთოს.

გ.ა. – ააყეფეთ, ააყეფეთ რეზო! ისეთ სიტყვებს იტყვის, წაუსისინეთ, მიშას პონტია-თქო და მიშა ბრუნდება-თქო და მიცემს ,,ასავალ-დასავალს” ინტერვიუს.

ნ.კ. – ვაიმე, ამათ მოვერევით ბიჭო? ამხელა ის დგას ამის უკან, მთელი დასავლეთი უდგას.

გ.ა. – კაი, ნანა ხვალ ერთი ამაშუკელი და დანარჩენი კავშირზე ვარ.

ნ.კ. – კაი, აბა, კარგად.“

 

P.S. CNews ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი მანამდე გათიშა, სანამ კითხვას დავსვამდით.

წყარო:CNEWS.GE

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ” თბილისის საკრებულოს პარტიული სია წარადგინა
შემდეგი სტატია„ლელომ“ მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა