“ევროპულმა საქართველო” იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევას ითხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 22, 2019 10:10

“ევროპულმა საქართველო” იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევას ითხოვს

“ევროპულმა საქართველომ“ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საკითხზე შემუშავებულია სამი დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არაჯეროვნად ასრულებენ მოვალეობას, რისი კარგი ილუსტრაციაც მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ.

აღსანიშნულია ისიც, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უშუალოდ საბჭოს სხდომაზე შეიტყვეს აღნიშნული კანდიდატების ვინაობის შესახებ, ხოლო ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის კითხვაც არ დაუსვამთ თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია დასახელებული კანდიდატები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ მათ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ.

ამასთან, როგორც “ევროპული საქართველო“ განმარტავს, დადგენილების პროექტის შემუშავების ინიციატივა პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს შალვა შავგულიძეს ეკუთვნის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 22, 2019 10:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics