„ევროპული საქართველოს“ წევრს თავს დაესხნენ – დავით ნაფეტვარიძე საავადმყოფოშია მოთავსებული

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს დავით ნაფეტვარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს. ნაფეტვარიძეც ტვინის შერყევის ნიშნები აღენიშენბა და აქვს ამოვარდნილი მარჯვენა ხელის ცერა თითი, იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ნაფეტვარიძე ინციდენტის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ნაფეტვარიძეს ადევნებულმა პირმა თავში ქვა ჩაარტყა და ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე – თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მის მიმართ პრეტენზიები არ არის
შემდეგი სტატიამინისტრების გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ოპონენტებს სურთ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს გუნდში სეროზული პრობლემებია