„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე სამთავრობო ცვლილებებს მორიგ შოუს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე სამთავრობო ცვლილებებს მორიგ შოუს უწოდებს. მისი განცხადებით, ეს არის მორიგი შოუ, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას სამთავრობო ცვლილებების შესახებ დააჯეროს.

,,ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილების ერთადერთი აზრი და დანიშნულება უნდა იყოს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება. იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული არაერთი უშედეგო რეფორმის შემდეგ სასამართლო რჩება უაღრესად არადამოუკიდებელი, პოლიტიზირებული და შეინიშნება კორუფციის ნიშნები. სერიოზული პრობლემები გვაქვს პროკურატურაში. ქვეყანაში გაიზარდა კრიმინალის რაოდენობა. ეს არის მორიგი შოუ, რომ საზოგადოებას დააჯერონ გარკვეული ცვლილებების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძის კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება
შემდეგი სტატიაროგორც კი მზად იქნება ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, მთავრობა ამ სიას წარადგენს