“ევროპული საქართველოს” წევრები საპენსიო სისტემას დემონტრაციულად ტოვებენ

“ევროპული საქართველოს” წევრები საპენსიო სისტემას დემონტრაციულად ტოვებენ. პარტიის წარმომადგენლები ორგანიზაციის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან ერთად საპენსიო სააგენტოში დღეს ერთად მივიდნენ.

“ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი, რაც გააჩნია არსებულ მოდელს არის, მისი იძულებითი ხასიათი.ანუ, ადამიანებს არჩევანი არ აქვთ,მათ არ შეუძლიათ აარჩიონ, თუ სად დააბანდონ საკუთარი ფული, არ შეუძლოათ აარჩიონ, რა მოცულობის შენატანი შეიტანონ. ამიტომ, ჩვენ დემონსტრაციულად გავდივართ ამ სქემიდან, რომ საზოგადიებამ, ჩვენმა მოსახლეობამ ის მაინც გაიგოს, რომ მათ მინიმალური თავისუფლება იმაში მაინც აქვთ, რომ ვისაც არ სურს საპენსიო სქემაში მონაწილეობა შეუძლია დატოვოს საპენსიო სისტემა.

რაც შეეხება უფრო სიღრმისეულ მიზეზებს, თუ რატომ?! მიგვაჩნია, რომ ეს საპენსიო სისტემა არ შეესაბამება ჩვენი მოსახლეობის ინტერესს, ვინაიდან პრაქტიკულად დღეს, ყოველგვარი გეგმის გარეშე ხდება მოსახლეობისგან აკრეფილი ფულის განთავსება კომერციული ბანკების ანგარიშზე. მთავრობამ მოძებნა გზა,ხალხის ხარჯზე მოაგროვოს იაფი ფული.რასაც ხელისუფლება, ივანიშვლი ჰპირდებოდა ხალხს, რომ იაფ ფულს მისცემდა, მთავრობამ გზა მოძებნა, რომ პირიქით, ხალხის ხარჯზე შეაგროვოს გრძელვადიანი იაფი ფული” – განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია პარლამენტში მივიდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიცია არის ყველასი და აპოლიტიკური