„ევროპული საქართველოს” წევრები ჯორჯ კენტსა და როს უილსონს შეხვდნენ

პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯორჯ კენტთან და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონთან შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის დამთავრების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, მთავარი თემა საგარეო გამოწვევები და ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა იყო.

,,ჯორჯ კენტი არის ძალიან ღრმად ჩახედული საქართველოში მიმდინარე პრობლემებში, როგორც უსაფრთხოების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით და ბუნებრივია, როგორც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის პარტნიორი პარტია, გულწრფელად ვსაუბრობთ ყველა პრობლემაზე. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საგარეო გამოწვევების ზეგავლენას და დემოკრატიის საკითხს, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ უსაფრთხოებას უკავშირდება.

ვთვლით, რომ სახიფათო გზაზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიის ეროზიის, უსაფრთხოების კუთხით რისკების ზრდისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ვარდნის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან სახიფათო გზა და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს იციან”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე” – ევროკავშირის ელჩი მოსამართლეების შესახებ კანონზე
შემდეგი სტატიასხდომის ნაწილი უნდა იყოს საჯარო, სადაც პოლიტიკური დისკუსია იქნება და არა საიდუმლოდ დაფარული ფაქტების განხილვა – გიგა ბოკერია