“ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე” – ევროკავშირის ელჩი მოსამართლეების შესახებ კანონზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელს თქმით, ის რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა კანდიდატების კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მიხედვით შერჩევაზე საბოლოო ჯამში პარლამენტს დაეკისრება, რადგან სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეიმუშავოს საჭირო პროცედურები.

„ძალზე მნიშვნელოვანია გამჭირვალე და სანდო პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება. ჩვენ, ევროსაბჭოსა და შეერთებულ შტატებთან ერთად აქტიურდ ვიყავით ჩართულები ამ პროცესში, რჩევების გაცემის კუთხით. რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, თანხვედრაშია იმ მიზნებთან რომელთა მიღწევა ჩვენ ვცადეთ. ვფიქრობ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე. მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს დაეკისრება. ეს პროცესი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანდიდატების კვალიფიკაციასა და რეპუტაციას ეხება.”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : არ მგონია, უსულო საგნის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ვინმეს ძალიან აღელვებდეს
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს” წევრები ჯორჯ კენტსა და როს უილსონს შეხვდნენ