სხდომის ნაწილი უნდა იყოს საჯარო, სადაც პოლიტიკური დისკუსია იქნება და არა საიდუმლოდ დაფარული ფაქტების განხილვა – გიგა ბოკერია

„ნაწილი ამ სხდომის უნდა იყოს საჯარო, სადაც პოლიტიკური დისკუსია იქნება და არა უსაფრთხოების და საიდუმლოდ დაფარული ფაქტების განხილვა,“ – ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.

გიგა ბოკერია სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ეხმაურება, სადაც სხდომის ნაწილის დახურვა იგეგმება.

ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მოხსენების შემდეგ სხდომის დახურვა მიუღებელია, მათ შორის კითხვების ნაწილი. ბოკერია განმარტავს, რომ კითხვები, რომლის დასმასაც ოპოზიცია გეგმავს არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და მასზე პასუხები აინტერესებს საზოგადოებას.

„მთავარი და საჯარო პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებთან, მაგრამ სპეციფიკურად სუს-თან არის, რაზე აქვთ მათ ფოკუსი. ქვეყნის წინაშე და ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე უსაფრთხოებაში, ჩვენი ჩრდილო მეზობელი რუსეთი, შიდა ექსტრემისტული ჯგუფები, ვინც ისევ რუსეთთან არის ხშირად დაკავშირებული, თუ პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ – არჩევნებში ჩარევა და უკანონობის ჩატარება, ასე ვთქვათ, როცა ეს სჭირდება მმართველ პარტიას. არის საკითხები, რომლებიც უნდა იყოს დახურული. დეტალები, ვთქვათ, მიმდინარე ოპერაციის, თუ მას უნდა რომ რამეზე ისაუბროს, მაგრამ არის საჯარო დისკუსიის საკითხები და აქ ის, რომ იხურება სხდომა და კითხვების დასმისასაც კი დახურულია სხდომა, არის დემონსტრირება პარლამენტის დამოკიდებულების. ჩვენ დღეს ამ საკითხს დავაყენებთ, რომ ნაწილი ამ სხდომის უდნა იყოს საჯარო, სადაც პოლიტიკური დისკუსია იქნება და არა უსაფრთხოების და საიდუმლოდ დაფარული ფაქტების განხილვა,“- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა. ის დეპუტატებს ანგარიშს გააცნობს. ამის შემდეგ კი სხდომა დაიხურება, რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს” წევრები ჯორჯ კენტსა და როს უილსონს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაბევრი კითხვა დაისმება უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის, საკუთარ ლოგინში დახვრეტის თაობაზე – მელია