“ევროპული საქართველო” სრულად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რაც საქართველოს 5-მა ბიზენს-ასოციაციამ წარუდგინა მთავრობას

“ევროპული საქართველო” სრულად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რაც საქართველოს 5-მა ბიზენს-ასოციაციამ წარუდგინა მთავრობას, როგორც სასწარფოდ გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალი.

“ევროპულმა საქართველომ” სამი კვირის წინ წარვადგინეთ კომპლექსური ანტი-კრიზიული გეგმა, რომელიც მოიცავს ბიზნეს-ასოციაციების მიერ წარდგენილ წინადადებებსაც. კერძოდ, ჩვენი გეგმის მიხდევით:

– საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით (20%-დან 0%-მდე დაყვანა), ხოლო შემდეგი 4 თვით განახევრება (20%-დან 10%-მდე დაყვანა);

– ქონების გადასახადის განულება 2020 წელს;

– ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25%-ით შემცირება შემდგომი 8 თვის განმავლობაში;

– საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება მეწარმეებს დაუტოვებს 83.1 მლნ ლარს;

– საპენსიო ფონდში საკუთარი დასაქმებულებისათვის დამატებული 2%-ის უკან დაბრუნებით მეწარმეები დაიბრუნებენ 175 მლნ ლარს;

– დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაცვლად, „Sales Tax”–ის შემოღება, რაც ნიშნავს დღგ-ს გადახდის ვალდებულებას რეალიზაციიდან გამომდინარე, ნაცვლად იმპორტირებისას გადახდისა.

იმავდროულად, “ევროპული საქართველოს” გეგმა, პირველ რიგში, ითვალისწინებს ხალხისთვის დახმარების გაწევას, რაც გულისხმობს:

– სახელმწიფო 8 თვის მანძილზე აუნაზღაურებს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50%-ს:
უსამსახუროდ დარჩენილებს;
უხელფასო შვებულებაში გაშვებულებს;
ვისაც ხელფასი შეუმცირდა;

– სახელმწიფო ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს შემდეგი კატეგორიების ოჯახებს:
სოციალურად დაუცველები;
თვითდასაქმებულები, რომელთა ოჯახური წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს;
პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახში, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს;

– საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დასაქმებულებისთვის დაბრუნებით 960 000 ადამიანი დაიბრუნებს 474 მლნ ლარს;

– საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება დასაქმებულებს და მეწარმეებს დაუტოვებს 108.2 მლნ ლარს.

კრიზისთან ბრძოლის 5.23 მლრდ ლარის გეგმის დაფინანსების წყარო:
– საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის 8 თვით შეჩერება: 1.82 მლრდ ლარი
– საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული 1.1 მლრდ დოლარი

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია
შემდეგი სტატიალევან რატიანი : 80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ დატოვებს