ლევან რატიანი : რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატინის თქმით, ამ ეპატზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს.

ლევან რატიანის განმარტებით, რეანიმაციაში 9 პაციენტი რჩება, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

“ამ ეტაპზე კლინიკაში არის 81 პაციენტი, აქედან 66 პაციენტი არის კოვიდინფიცირებული. დანარჩენ პაციენტებზე ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან შედეგებს და თუ დადასტურდება უარყოფითი შემთხვევები, პაციენტები გაეწერებიან შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, მათი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. აქიდან, სამი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, იმყოფებიან ვენტილაციაზე, მაღალი სიხშირული ოქსიგენაციით,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშილევან ხარაშვილი: დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” სრულად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რაც საქართველოს 5-მა ბიზენს-ასოციაციამ წარუდგინა მთავრობას