„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ დაასახელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2018 15:36

„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ დაასახელებს

მნიშვნელოვანი

  • „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ ქუთაისში წარადგენს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა გააკეთა.

სხვა სტატიები

„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ ქუთაისში წარადგენს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა გააკეთა.

სერგო რატიანი ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის გამართულ კონსულტაციას, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

სერგო რატიანის განცხადებით, თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა მოისმინოს მისი სამომავლო გეგმები.

„რაც შეეხება ბატონ მარგველაშვილს, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაიგოს, თუ რას აპირებს ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი,“ – განაცხადა რატიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2018 15:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics