დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება და ტენდერები – ქუმსიშვილისა და ალავიძის გამოკითხვაზე პროკურატურა პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე პირველი კომენტარი გაკეთდა.

მთავარი საგამოძიებო უწყება, დღეს პირველად, ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება პროკურატურამ მარტის თვიდან დაიწყო.

„დიმიტრი ქუმსიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე საქართველოს პროკურატურაში, ამ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტების დროს გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენების ფაქტი.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, რომელიც ასევე იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს რომელიც განახორციელა ამ სამინისტროსთან დაკავშირებულმა საჯარო იურიდიულმა პირმა“-ამბობს პროკურორი კოკა კაციტაძე.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ დაასახელებს
შემდეგი სტატიაპატრიარქის მიმართვა გიორგი გახარიას – „დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, მაგრამ უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა“