„ევროპული საქართველო” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

„ევროპული საქართველო” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს – ჩვეულებრივი რუტინული საკრებულოს სხდომების გამართვა და მითუმეტეს მასზე დასწრება, არის აბსოლუტურად არასწორი – აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი.

გაბაშვილის თქმით, “ევროპული საქართველოს“ წევრები მანამ არ დაესწრებიან სხდომებს, ვიდრე ქვეყანაში მდგომარეობა არ დარეგულირდება.

„ყოველი ჩვენთაგანი ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს თბილისში. მეხუთე დღეა ზედიზედ მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პოლიტიკური პარტიების. ეს არის ზეპარტიული, დიდი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ეს იყო საქართველოს პარლამენტის თავზე წამოსკუპება ოკუპანტის, გავრილოვის და ამას მოყოლებული „გავრილოვის სასტიკი ღამე“. ამ ვითარებაში, როცა ეს პროტესტი მიმდინარეობს, როცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საზოგადოების – გახარიას გადადგომა, შესრულებული არ არის და სანამ ჯერ კიდევ ადამიანები იმყოფებიან საპატიმროში, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვეულებრივი რუტინული საკრებულოს სხდომების გამართვა და მითუმეტეს მასზე დასწრება, არის აბსოლუტურად არასწორი და არალოგიკური. ჩვენ ვართ ამ პროტესტის ნაწილი”, – განაცხადა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკაციტაძე: ნულოვან ბარიერში არავითარი ნაღმი არ დევს
შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, პარტიის რიგითი წევრები და მოქალაქეთა ჯგუფი საყვირების აქციას მართავენ