“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. უმცირესობაში აცხადებენ, რომ საპენსიო რეფორმა დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად და ის უმუშევრობას გაზრდის. მათივე შეფასებით, რეფორმა გაუთვლელი და არარეალისტურია.
“საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად საპენსიო გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს ისედაც ძალიან უჭირს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში”, – აცხადებს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International – ქორწინების განსაზღვრა და ლგბტ პირთა უფლებები საქართველოში
შემდეგი სტატიაბადაგონის საქმე – ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს