,,ევროპული საქართველო” ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ოპოზიციაში ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თუკი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობისა და მისი პარტიის ღირებულებები ერთმანეთს დაემთხვევა, მოძრაობას პოტენციურად პარტნიორად განიხილავს.

„მე მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩემი გუნდი, ჩვენი გუნდი, „ევროპული საქართველო“, ჩვენი პარტნიორები „თავისუფალი დემოკრატები“ არის ის გუნდი, ვისაც შეუძლია, რომ ივანიშვილის მშვიდობიანი შეცვლის შემდეგ, ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, დიდს თუ პატარას, ახალს თუ ძველს, რომელიც ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, უფრო სწორად, ერთი ღირებულებები გვაქვს, მივესალმები და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაგორში მეხანძრე-მაშველებმა 16 წლის გოგო გადაარჩინეს