,,ევროპული საქართველო’’ ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია ,,ევროპული საქართველო’’ ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს
ფრაქციის თავმჯდომარის, სერგო რატიანის განცხადებით, მათ შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს.
,,ჩვენს მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი, ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფისშექმნასითვალისწინებს, რომლის საფუძველს სტრატეგიული უბნებისა და მიმართულებასთან დაკავშირებული კომერციული გარიგებების ინფორმაციის მოძიება, გამოკვლევა და რეაგირებაწარმოადგენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება გაასაჯაროოს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ მას შეუძლებელია ჰქონდეს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის წევრებს არ ჰქონდეთ უფლება გაეცნონ სახელმწიფოს უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხების შემცველ დოკუმენტაციას. პარლამენტის პირველი უფლება და მოვალეობაა აკონტროლოს ხელისუფლება. ჩვენ ,,გაზპრომთან’’ დაკავშირებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ვითხოვთ.’’

banner
წინა სტატიაშიჯვრის უღლტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინელი ჟურნალისტი: დამწერლობა კირილიცადან ლათინურზე უნდა შეცვალოს