ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ნაბიჯს ნდობის განახლებისკენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ნაბიჯს ნდობის განახლებისკენ.

„მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის პარალელურ ჟესტს – დაკავებულთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების მონიშვნას.

პირველი ნაბიჯი ნდობის განახლებისკენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს და განაგრძობს დახმარების შეთავაზებას პროგრესის გასაძლიერებლად“, – წერს შარლ მიშელი „ფეისბუქში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიორჯერადად აცრილებისთვის კომენდანტის საათზე შეღავათები განიხილება – გამყრელიძე
შემდეგი სტატიაკრწანისის ქუჩაზე ავარიის მსხვერპლი გაიზარდა