ევროპოლი ევროპაში მასშტაბური ტერაქტების შესახებ გაფრთხილებას აკეთებს

13ევროპოლი ამბობს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” ევროპაში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავს. “მიმდინარე მომენტში ევროპა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ტერორიზმის ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე დგას” – განაცხადა ევროპული პოლიციის სააგენტოს ხელმძღვანელმა რონ უეინრაიტმა გაზეთ Neue Osnabrücker Zeitung-თან ინტერვიუში.

უეინრაიტის თქმით, პარიზის ნოემბრის ტერაქტმა აჩვენა, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” მსოფლიო მასშტაბებს მიაღია. “მოსალოდნელია, რომ “ისლამური სახელმწფო” და სხვა ტერორისტული გაერთიანებები ევროპაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დიდი მასშტაბის ტერაქტებს განახორციელებენ” – განაცხადა პოლიციის შეფმა და დაამატა, რომ თავდასხმების განხორციელება შეუძლიათ არა მხოლოდ ჯგუფებს, არამედ, ცალკეულ პირებსაც.

ევრპოლის შეფასებით, სამშობლოში დაახლოებით 3-5 ათასი ევროპელი დაბრუნდა, რომლემბაც სწავლებები გაიარეს სირიასა და სხვა ქვეყნებში. “მსგავსი ბოევიკების გაზრდილი მაჩვენებელი ახალი გამოწვევაა ევროკავშირისთვის” – განაცხადა უეინრაიტმა და აღნიშნა, რომ “არ არსებობს რაიმე კონკრეტული მაჩვენებელი იმისი, რომ ტერორისტები ლტოლვილებთან ერთად შემოდიან ევროპაში”.

banner
წინა სტატიაში“მაესტროს” კრედიტორთა კრება გაჩეჩილაძეების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ თოფაძესა და ხიდაშელს შორის დაპირისიპირება ხალხს აზიანებს